სიახლეები
საქართველოს უნივერსიტეტში 2016 წლის ლიტერატურის კვირეული, კონკურსის - „ფოლიო“- ს მონაწილეების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
ღონისძიებაზე გამოვლინდა გამარჯვებული, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი თემურ საბელაშვილი, ნაშრომისთვის - „გზა შენამდე“, რომელსაც გადაეცა ლიტერატურული პრიზი „ფოლიო“ და 500 ლარი. ასევე, დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილის მფლობელები სოფიო შეყილაძე (საქართველოს უნივერსიტეტი) და სალომე კვატიძე. (მე - 5 საჯარო სკოლა ქ. ფოთი)
14 კონკურსანტს, უნივერსიტეტის განსაკუთრებული სიმპათიის სერტიფიკატი და სპეციალური საჩუქრები გადაეცა.
კონკურსის თითოეულმა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი.
აღსანიშნავია, რომ ლიტერატურული კონკურსის - „ფოლიო“ - ს ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი. შესაბამისად ნებისმიერ მსურველს მომავალში საშუალება ექნება მიიღოს მონაწილეობა და გაიმარჯვოს.